„მამაჩემმა ჩემი პირველი სპექტაკლის ნახვის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა“-რუსკა ქარქაშაძე

Image

ახალგაზრდა მსახიობი რუსკა ქარქაშაძე მაყურებელმა რამდენიმე წლის წინ სერიალ „ხელოვნური სუნთქვიდან“

გაიცნო. 

 

ახლახანს რუსკამ საკუთარი ძალები  ერთ-ერთ პოპულარულ შოუშიც "ცეკვავენ ვასკვლავები "მოსინჯა და

ნახევარფინალშიც გავიდა.

 

57870576_2802341489990405_7757697864226045952_n.jpg

მსახიობი  მომღერალ ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემას „სტუმრად ნინოსთან „ ეწვია და წამყვანთან ერთად

ბევრ საინტრესო თემაზე ისაუბრა.

 

hgk.PNG

რუსკას  17 წელი ცოტა ხნის წინ შეუსრულდა, ამბობს, რომ პოპულარობა ამ ასაკში განსაკუთრებით

სასიამოვნოა, მით უმეტეს, როცა ბევრი გულშემატკივარი თავისი თაობიდან არის, მოწონს ,როცა ქუჩაში ცნობენ,

უცხო ადამიანები ესალმებიან და კომპლიმენტებს ეუბნებიან, თვლის , რომ ამ  ასაკში მიღწეული წარმატება

ადამიანს საკუთარი თავის რწმენას მატებს:

„ძირითადად ჩემი გულშემატკივრები ბავშვები არიან... ჩვენი თაობა ძალიან ნიჭიერია, ვამაყობ,რომ ასეთი

კარგი და ნიჭიერი ბაშვები მოდიან, ჩემზე ბევრად ნიჭიერებიც , რომლებიც ჯერჯერობით არ ჩანან, მაგრამ

დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს იშრომებენ და მათაც შეამჩნევთ“

 

როგორც აღმოჩნდა, ბავშვობიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდა, იხსენებს, რომ თავის ამ დაგაწყვეტილებას

თავდაპირველად მშობლები არასერიოზულად უყურებდნენ, რადგან , მოგეხსენებათ, ყველა ბავშვს სურს

მსახიობობა, მომღერლობა, გადის წლები და ბევრი მათგანი სხვა პროფესიას ეუფლება:

"ბავშვობიდანვე მსახიობობა მინდოდა, მშობლებს ეს ჩემი მორიგი გატაცება ეგონათ, მაგრამ როცა

გავიზარდე და  თეატრალურ სტუდიაში სიარულის სურვილი გამოვთქვი, უარი არ უთქვამთ და დღემდე

გვერდში მიდგანან, მახსოვს, როცა მამამ ჩემი პირველი სპეკტაკლი ნახა, ცრემლები ვერ შეიკავა“

 

57403860_430693684355572_8983483570613911552_n.jpg

 

ბევრი ქართველი თუ უცხოელი მსახიობი მოსწონს, მაგრამ მისაბაძი ხელოვანი არ ჰყავს: „როცა კუმირი გყავს ,

ძალაუნებურად მას ემზგავსები  და ეს არ მომწონს, ჩემთვის ინდივიდუალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია“

 

რუსკა თავის "ინსტაგმარ " გვერდზე ხშირად უზიარებს გულშემატკივრებს თავის ცეკვის ვიდეოებს. ამბობს,

რომ თავისი თავი ამ სფეროშიც დაინახა და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ასევე დადის ჩოგბურთზე, ვარჯიშობს

და აქტიური დღის რეჟიმი აქვს:"ვცდილობ, ჩემი თავი ბევრ რამეში გამოვცადო, ვცეკვავ, ვვარჯიშობ და

ვსწავლობ, მსახიობობა ისეთი პროფესიაა, დამატებით ბევრი უნარი სჭირდება, საიმისოდ რომ ბევრი

სხვადასხვა როლის მორგება შეძლო, ცეკვის ყველაზე დიდი გამოცდილება კი პროექტ „ცეკვავენ

ვარსკვლავებში“ მივიღე, ეს იყო დაუღალავი შრომა და დიდი პასუხისმგებლობა მაყურებლის წინაშე,

თავიდან, როცა უკვე შემოთავაზებას მონაწილეობის თაობაზე დავთანხმდი, ცოტა შემეშინდა, მაგრამ

საბოლოოდ  ბევრი რამ მომცა.“

 

 

57294135_413511922761354_4872959646526078976_n.jpg

 

 

ბოლო პერიოდია, რუსკა ტელე იმედის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანად გვევლინება,  მაყურებელს ბევრ
 
საინტერესო სიუჟეტს სთავაზობს, ნიჭიერ, ახალგაზრდა ადამიანებზე: "ჩემი თაობის ბავშვები, მომავალზე
 
ორიენტირებულები არიან, ყველა იმას აკეთებს , რაც უნდა. მშობლებიც მხარში გვიდგანან
 
და ეს ძალიან კარგია,ჩვენი მთავარი საზრუნავია, საკუთარი თავი განვავითაროთ"
 
 

 

 რუსკამ ცოტა ხნის წინ პირველ სრულმეტრაჟიან ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, "იზი და ჯადოქარი"  - 

რომელიც საქართველოს კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ.

 

hff-1.PNG

 

 

მარიამ ნებიერიძე

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !