
პაპარაცებმა ყოფილი მის მსოფლიო პრიანკა ჩოპრა ერთ-ერთი წვეულებიდან შინ მიმავალი დააფიქსირეს.
ულამაზეს ქალბატონს ტანზემომდგარი, რუხი ფერის კაბა აქცია, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ქართველი
დიზაინერის, ლელა ელოშვილის მიერაა შექმნილი.
ლელა ელოშვილი ცნობილი და წარმატებული დიზაინერია, რომელიც უამრავი საერთაშორისო კონკურსის
გამარჯვებულია.
პირველი შემთხვევა არაა, როცა "ელოშის" ბრენდით უცხოელი ვარსკვლავები იმოსებიან. ერთ-ერთი ბოლო
ქალბატონი, რომელმაც ლელა ელოშვილის კაბა მოირგო ჰოლივუდის მსახიობი დებრა მესინგია.
მარიამ ნებიერიძე