-
2019-04-09 11:38
მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა ორი დღის წინ ახალი სიმღერა და ვიდეორგოლი "იუუბზე"
განათავსა.
ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან მომღერალი მუდამ ცდილობს მსმენელს ახალი ნამუშევარი შესთავაზოს.
თუმცა კლიპში ქართველი მაყურებლის ყურადღება ერთმა შავი ფერის, გრძელმა ღრმად ჩახსნილმა კაბამ
მიიპყრო, რომელიც არც მეტი არც ნაკლები, ქართველ დიზაინერს დეივიდ კომას ეკუთვნის.
ქარიზმატული მომღერალი ხშირად გვხვდება დეივიდ კომას სამოსში გამოწყობილი, როგორც ჩანს, მათში
თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს.


მარიამ ნებიერიძე