
ამერიკაში კომედიური სერიალი "მეგობრები" დღემდე ერთ-ერთ პოპულარულ გასართობად რჩება.
პირველი სერია ეთერში 1994 წელს გავიდა და 2004 წლამდე გაგრძელდება. 10 წლის განმავლობაში მასში
მონაწილე მსახიობებმა უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინეს. მთავარ გმირებს : ჯენიფერ ენისტონი,
კორტნი კოქსი, მეთიუ პერი, მეთ ლებლანი და დევიდ შვიმერი განასახიერებდნენ.
ეს იყო ამერიკული სატელევიზიო სიტკომი, რომელიც ნიუ-იორკში,მანჰეტენზე მცხოვრები ექვსი საუკეთესო
მეგობრის ცხოვრებას ასახავს.
წლები გავიდა და მსახიობებიც ისე აღარ გამოიყურებიან, როგორც 15 წლის წინ, სერიალის ახალგაზრდა
თაყვანისმცემლებმა კი ახლახანს დაიწყეს სიუჟეტის ყურება, სწორედ ამიტომ, მსახიობები ხშირად
უხერხულ მდგომარეობაში ვარდებიან.
ცოტა ხნის წინ, მეთ ლებლანმა ერთი სასაცილო ისტორია ტელეშოუში გაიხსენა: "ქუჩაში მოვსეირნობდი,
უცებ ბავშვმა შემამჩნია, იქნებოდა დაახლოებით 12, 13 წლის , მომიახლოვდა და გახარებულმა
მკითხა: თქვენ ჯოუის მამა ხართ? - არ ვიცოდი , რა მეპასუხა- აღნიშნა მსახიობმა .
მსახიობი წლების წინ და ახლა
მარიამ ნებიერიძე