-
2019-04-05 13:34
5 აპრილს მომღერალ რატი დურგლიშვილის დაბადების დღეა .
მუსიკოსს მოგებრები და თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში დილიდან ულოცავენ და მისთვის
საუკეთესოს არ იშურებენ.
"ადამიანი,რომელიც ძალიან მიყვარს, HBD"- წერს მომღერალი ნინო ჩხეიძე.
"გილოცავთ, მე და ლელა, ჩემო ბიჭო"- წერს მამულიჩა.
"რატი,გილოცავ, მიყვარხარ"- სტეფანე მღებრიშვილი.
"რატი, გილოცავ, წარმატება, სიყვარული და ყველაფერი კარგი" - მსახიობი არჩილ სოლოღაშვილი.
რატი დურგლიშვილი – 1982 წელს ქ. თბილისში, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა
დურგლიშვილის ოჯახში დაიბადა.
1989 წლიდან რატი იყო ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ „მთიების" სოლისტი. 2007წ. მან
მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ პროექტ „იმედის ტალღა 3“, რომელშიც მოიპოვა გამარჯვება და ჟიურის
რჩეული გახდა.
2008 წ. დუეტი „ჯორჯია“, რომელიც 2007 წელს შეიქმნა, საქართველოს სახელით წარსდგა საერთაშრისო
მუსიკალურ კონკურსში „ახალი ტალღა 2008“, სადაც დუეტმა პირველი ადგილი მოიპოვა.
ამჟამად რატი დურგლიშვილი დაკავებულია სოლო კარიერით.

მარიამ ნებიერიძე