
დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა, ქართველ კლასიკოს მწერალს 80 წელი შეუსრულდა.
„კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „სამოსელი პირველი“, "ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ძმისავ“, „ბაქანი“ და სხვა, ეს მცირე ჩამონათვალია იმ რომანისა და მოთხრობებისა, რომელიც მან წლების განმავლობაში შექმნა.
გურამ დოჩანაშვილის ბოლო რომანმა „ბრმადყოფილზე“ , რომელიც 2015წელს გამოიცა, ვაჟა-ფშაველას
სახელობის პრემია დაიმსახურა.
ყველას ახსოვს, დოჩანაშვილის ლიტერატურის მოყვარული პერსონაჟი- ვასიკო კეჟერაძე და მისი
„მოიისფრო, ერთ დროს საცოლე“ : “ჩამოიარა იმან , ერთ დროს საცოლემ, ღვთაებრივი სილამაზით აღსავსემ
,როგორიცაა სიტყვა „მოიისფრო.“
მწერლის ყველაზე გახმაურებული რომანი „სამოსელი პირველია“ , რომლის აზრობრივი ბირთვი ისაა,
რომ „დედამიწას სიყვარული ატრიალებს.“
მარიამ ნებიერიძე