
„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი ემილია კლარკი სიცოცხლისთვის იბრძვის.
ცოტა ხნის წინ, მსახიობს ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ურთულესი ოპერაციის გაკეთება მოუწია.
როგორც გაირკვა, ემილიამ წლების წინ თავის ტვინიდან ანევრიზმა ქირურგიული ჩარევით ამოიკვეთა,
თუმცა ცოტა ხნის წინ , იმავე მიზეზით, კიდე ერთი რთული ოპერაცია დასჭირდა. ანევრიზმამ(თავის ტვინის
სისხლძარღვის კედლის ტომრისებური გაგანიერება) თავი 2011 წელს იჩინა და საქმე იქამდეც მივიდა,
რომ მსახიობს საკუთარი სახელიც კი დაავიწყდა.
ემილია მკურნალობას განაგრძობს და პრესასთან უკვე თამამად საუბრობს განვლილ რთულ პერიოდზე.
მარიამ ნებიერიძე