წლებია, მოდის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალად ანა ვინტური ითვლება და დიახ, მის პროტოტიპად მირანდა პრისლის მიიჩნევენ, ფილმიდან "ეშმაკს აცვია პრადა".
მოკლედ შეჭრილი თმა და შავი სათვალე მოდის დედოფლის მთავარი სავიზიტო ბარათია, 70 წლის ანა ვინტური დღემდე შესანიშნავ ფორმას ინარჩუნებს და მოდის ჩვენებებისა თუ დახურული წვეულებების სასურველი სტუმარია.
მსოფლიო დიზაინერებისთვის ანას აზრი მათ ნამუშევრებზე ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ მისმა აგენტმა დაწერა 2003 წელს ბესტსელერი "ეშმაკს აცვია პრადა", რომლის ეკრანიზაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ფილმი დღემდე პოპულარულია. მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი მერილ სტრიპი ასრულებს.
მარიამ ნებიერიძე