
ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ახალი ქურთუკი ცნობილმა რეპერმა Lil Wayne_მა თავის ერთ-ერთ კონცერტზე მოირგო.
ქურთუკი წარწერებით :ვაჟა, გალაკტიონი და შოთა, დემნა გვასალიამ ცოტა ხნის წინ შექმნა. საქართველოს
თემა დიზაინერის კოლექციაში თავს მუდმივად იჩენს, მოდის მოყვარულებს კარგად ახსოვს მისი თეთრი
მოსასხამი, რომელზეც საქართველოს დროშა იყო გამოსახული. ასევე მაისურები წარწერით "ტანსაცმელი."
დემნა გვასალიას ნამუშევრებს მსოფლიოში ცნობილი ადამიანები დიდი ხანია ირგებენ, მის მაღაზიაში
ცოტა ხნის წინ მომღერალი სელინ დიონიც დააფიქსირეს, რომელიც ყვითელ პალტოსა და სპორტულ
ფეხსაცმელებს ირგებმა.
მარიამ ნებიერიძე