
რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდის მსახიობი - კამერონ დიასი პაპარაცებმა ერთ-ერთი მაღაზიის შესასვლელთან დააფიქსირეს.
ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა მისი ჩაცმულობა. კამერონი სახლის ჩუსტებითა და ერთად
გადაკიდებული სამი ჩანთით დააფიქსირეს.
ფოტომასალამ მსახიობის თაყვანისმცემლები ცოტა არ იყოს გააღიზიანა და მას ქუჩაში შესაფერისად გამოსვლისკენ
მოუწოდეს. თუმცა ,როგორც ჩანს, კამერონი მსგავსს შენიშვნებს ყურადღებას არ აქცევს და სახლიდან საყიდლებზე
გასვლის წინ, სამოსზე ფიქრს დიდ დროს არ უთმობს.