-
2019-03-22 11:41
ახლა უკვე ცნობილი რადიოწამყვანი ტედ უილიამსი, წლების წინ ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა, როცა სრულიად შემთხვევით მანქანა ერთ-ერთმა რადიოწამყვანმა ჟურნალისტმა გაუჩერა.
ჟურნალისტი მისი ხმით მაშინვე მოინუსხა, მას ჰქონდა ყველაფერი იმისთვის, რომ მსმენელები
რადიომიმღებებთან მიეჯაჭვა.
ჟურნალისტმა ტედს სთხოვა, ვიდეოში რაიმე ეთქვა , მეორე დღეს აღნიშნულ ჩანაწერს მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. როგორც გაირკვა, კაცი ოქროს ხმით, წლების წინ რადიოში მუშაობდა, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო, ქუჩაში გამოსვლა მოუწია, ის ახლა წარმატებული და ამერიკაში მოღვაწე ერთ-ერთი რადიოწამყვანია.
მარიამ ნებიერიძე