
მომღერალი ანრი ჯოხაძე ათენში სოლოკონცერტს გამართავს.
საბერძნეთში შემსრულებლის მუსიკალური საღამო თეატრ "ბროდვეიში" 12 მაისს იგეგმება. ის თავისი
რეპერტუარიდან ყველასთვის ცნობილ და საყვარელ კომპოზიციებს შეასრულებს. მსურველებისთვის
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.
მარიამ ნებიერიძე