ნინო ჩხეიძისა და მარინა ბერიძის დაპირისპირება განხილვის საგანი გახდა

Image

მომღერალ ნინო ჩხეიძესა და მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძეს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პროდიუსერი გამოეხმაურა ნინო ჩხეიძის უკმაყოფილებას, რომელიც, მომღერლის თქმით, "რუსთავი-2"-ზე პროექტ "მხოლოდ ქართულის" გამოჩენამ გამოიწვია.

 

ნინო ჩხეიძის თქმით, პროექტი "მხოლოდ ქართული" სწორედ გადაცემა "ქართული ფანოღის" ერთგვარი სახეცვლილებაა და თავის დროზე "საქართველოს ფანოღის" ხელახალი შეფუთვის პროექტი არხის დირექტორ ნიკა გვარამიას საერთო ნაცნობების მეშვეობით მიაწოდა, რათა ის არა "კომედი არხზე", არამედ "რუსთავი-2-ზე" გასულიყო.

 

„საქართველოს ფანოღის“ გაგრძელება „რუსთავი 2“-ზე სახელად „მხოლოდ ქართული“. იგივე იდეის განხორციელება უჩვენოდ მაგრად ტეხავს...", - დაწერა ნინო ჩხეიძემ "ფეისბუქზე". დავაში მარინა ბერიძე ჩაერთო, რომელმაც აღნიშნა, რომ "ფანოღი, როგორც ჟანრი არ არსებობს და ქართული სიმღერის გაიგივება ფანოღთან არაადექვატური და ძალიან სასაცილოა", ასევე, დაამატა, რომ "ნინოს მოუნდა კიდევ ერთხელ შეახსენოს თავი ხალხს":

 

"თუ მუსიკოსი ხარ, ძალიან კარგად უნდა იცოდე, რომ ფანოღი, როგორც ჟანრი არ არსებობს და ქართული სიმღერის გაიგივება ფანოღთან არაადექვატური და ძალიან სასაცილოა. რაღაც პროექტი რომ იყო „კომედი არხზე“ ვიცოდი, მაგრამ როგორც მახსოვს ის იუმორისტული პროექტი იყო. რანაირად შეიძლება იმ პროექტის გაიგივება გააკეთო ფანოღთან სადაც მე ვარ (და ნინომ ძალიან კარგად იცის, რა მაქვს გაკეთებული ჩემი ცხოვრების მანძილზე), სადაც გიორგი უშიკიშვილი და სოფო ნიჟარაძეა. ვერაფრით ვერ ვხვდები ამას. ისეთი შთაბაჭდილება მრჩება, რომ ნინოს მოუნდა კიდევ ერთხელ შეახსენოს თავი ხალხს.

 

- დაბლოკვებზეც საუბრობდა ნინო კომენტარებში „რუსთავი 2“-ის მხრიდან...

 

- ვაიმე, ეს სიტყვა არ არის ამოღებული ხმარებიდან?! ვერავინ დაბლოკავს ძალიან ნიჭიერ, მაგარ მომღერალსა და მუსიკოსს. არ მესმის. მე მეგონა ნინომ თავისი ადგილი ძალიან კარგად იცოდა და ამის გამო ძალიან კარგად ვიყავი მის მიმართ განწყობილი. არასდროს ჰქონია ამბიცია დიდ მუსიკოსობაზე. ამ გადასახედიდან არ ვიცი რა ვიფიქრო. რას ნიშნავს პროექტი წაართვეს.

 

ე.ი. „ჯეოსტარი“ რომ დამთავრდა და „საქართველოს ვარსკვლავი“ დაიწყო და მე არ ვიყავი, უნდა გამოავდნილიყავი და მეთქვა, პროექტი წარამთვეს-მეთქი?! ახლა იმედზე „იქს ფაქტორი“ რომ დაიწყება, „ნიჭიერი“ რომ იყო, წართმევა ეგ არის, მაგრამ ვამბობთ, რომ წაგვართვეს?! არავინ ხმას არ ვიღებთ. ერთი ჩვევა მაქვს, მხოლოდ საქმით უნდა დავუმტკიცო ყველას, რა კარგია და რა - ცუდი.

 

- ხომ არ განიხილებოდა ნინო ჩხეიძე ამ პროექტის ჟიურის წევრებში?

 

- არასდროს! ხომ კარგად მიცნობთ. ეს ჟანრი არ არის დიდ სცენაზე გამოსატანი. ეს არის რესტორნის, სამარშრუტო ტაქსის და ა. შ მომხმარებლისთვის. იქ სადაც ნანი ბრეგვაძე განიხილება, შეიძლება, ნინო ჩხეიძე განიხილებოდეს?! ძალიან მინდა ყველას ვურჩიო, თავისი ნიშა დაიკავონ და ნუ გადაუხვევენ. ძალიან კარგია როცა შენი ადგილი იცი და ის, თუ სად უნდა გამოყო თავი და სად - არა (წყარო).

 

ნინო ჩხეიძის მხრიდან ამ კომენტარებს საპასუხო რეაქცია მოჰყვა:

 

"თქვენ, ეტყობა, კარგად ვერ გაიგეთ მე რაზე მქონდა ლაპარაკი. საუბარი იმაზეა, რომ ის რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, მე ნიკას შევთავაზე ჩვენი საერთო მეგობრების საშუალებით, რაზეც მივიღე უარი და აღმოჩნდა, რომ ახლა თქვენ აკეთებთ იმ პროექტის გაგრძელებას, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ „საქართველოს ფანოღი”-ის სახელით 5 წლის მანძილზე ძალიან დიდ რეიტინგს უწერდა „რუსთავი 2“-ის შვილობილ არხს...

 

არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო თქვენი სარკაზმი იმასთან დაკავშირებით, რომ მე თავის შეხსენება მჭირდება ხალხისთვის...

 

თუ ამბიციური საფეხურიდან ცოტა ქვემოთ ჩამოხვალთ, აღმოაჩენთ, რომ მე ხალხის სიყვარული არ მაკლია, რითიც მე ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობელი ჩემი ქვეყნის და ჩემი მსმენელის. რაც შეეხება დაბლოკვას, ეგ სიტყვა ჩემი მოგონილი არ არის და მაგ სიტყვის არსის გენიოსებს თქვენ უკეთ იცნობთ, თუ სახლში ტელევიზორი გაქვთ, გადაახვიეთ ბოლო 2-3 წელი დღემდე და ნანუკას შოუს გარდა, სადმე თუ მომკრავ თვალს „რუსთავი 2“- ზე მაშინ შენი ლექსიკიდან მასწავლე მაგას რა ჰქვია.

 

და ბოლოს, გიწერიათ პასუხი „არასოდეს“... რა თქმა უნდა, არ ვიქნებოდი განხილული თქვენს მიერ მუსიკალურ პროექტში ამის მცირეოდენი მიზეზები ზემოთ მოგახსენეთ. გვარამიამ უარი მითხრა, თქვენ ყველამ დიდ სცენაზე არგამოსაჩენი ჟანრის პროექტი გადაივარცხნეთ და ტრადიციულად თითს იქნევთ, ისვრით სარკაზმულ რჩევებს, თუ ვინ სად და რომელ ნიშაში უნდა იყოს წარმოჩენილი. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სნობიზმი იგუგუნებს ამ პროექტშიც და გულნატკენთა სიასაც გაიზრდით...

 

და ბოლოს, თქვენგან განსხვავებით, მე გულწრფელ რჩევას მოგცემთ, ნუ ამოეფარებით გია ყანჩელს, ნანი ბრეგვაძეს, ბიძინა კვერნაძეს, რევაზ ლაღიძეს თუ გიორგი ცაბაძეს. სია ძალიან გრძელია, როგორც გარდაცვლილი, ასევე ცოცხალი ქართული მუსიკის ლეგენდების, მათ თქვენი პიარი ნამდვილად არ სჭირდებათ..." - დაწერა საპასუხოდ ნინო ჩხეიძემ.

 

მომღერლისა და მუსიკალური პროდიუსერის დაპირისპირებას ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებით ეხმაურებიან. მაგალითად, იმ საიტზე, სადაც მარინა ბერიძის პირველი კომენტარი გამოქვეყნდა, შემდეგი სახის რეაქციას შეხვდებით:

 

"ლევან ტუღუში:-ნინოს ამბიციები აქვს ალბად და ეს კარგიც არის,აი მარინა ბერიძე რომ ასე აბანძებს ადამიანს აქ ჩანს უკვე მისი ადამიანობა,ქალბატონო მარინა ნინოს ამბიციებს ჩვენ არ შევუწუხებივართ, აი თქვენი თავხედური საუბრები და ხალხის დამცირება კი ყველას გვინახავს,სულ რომ ბრდღვნიდეთ თქვენს სფეროში ყველაფერს ასეთი საქციელის მერე საღად მოზროვნე ყველა ადამიანის თვალში უფასურდებით და ძალიან სამწუხაროა...".

 

"Ketino Suxiashvili · თბილისის 1 საშუალოს სკოლა - "შენ ვიღა ხარ, რომელი მუსიკოსი , კომპოზიტორი თუ მუსიკადმცოდნე ხარ. შენ სადაც განიხილები თუ იცი საერთოდ. ჩხეიძის ფანი არ ვარ ნამდვილად მაგრამ შენ ვინ ხარ ეს ვერ გავიგე...".

 

Dajiko Jincharadze -"კრიტიკას რომ ვერ უძლებთ და ყველას თავი მომღერალი გგონიათ ხუჯაძესავით, იმიტომაც არ და ვერ განვითარდა საქართველოში ე.წ. შოუ--ბიზნესი.... აფრიკის დონეზეც კი არ ვართ რადგან საქართველოში არ არსებობს, ევროპის დონის მომღერალი..... ქართული კი ყველზე ძნელი სამღერია!!!"

 

"მომწონს ქალბატონი მარინას პირდაპირობა"; "ნინო ჩხეიძე რომ სულაც მტყუანი იყოს, ბერიძის ეს ტონი ძალიან კუდაბზიკობაა", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები. 

nino-marina.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !