
გერმანული Voice-ის გამარჯვებულის, ნათია თოდუას სიმღერის My Own way-ს პრემიერა გაიმართა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა VIP-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ნათია თოდუა ამ სიმღერით გერმანიაში, ევროვიზიის შიდაშესარჩევ ტურზე წარსდგება, რომელიც ბერლინში ხვალ, 22 თებერვალს გაიმართება.
ქართველი მომღერალი იმ 6 კონკურსანტს შორის მოხვდა, რომელთაგან ერთ-ერთი 2018 წლის ევროვიზიის კონკურსზე გერმანიას წარადგენს.
ნათია თოდუა The Voice of Germany-ის გამარჯვებული ხმათა 50,10%-ით გახდა. მეორე ადგილზე გასულმა კონკურსანტმა ხმათა მთლიანი რაოდენობის 25.45% მიიღო.