
ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ხატია ბუნიათიშვილმა, გერმანულ არხზე გამოსვილისას, საქართველოსთან და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკაზე ისაუბრა. მის კომენტარს "pirveliradio.ge" ავრცელებს.
"ვალერი გერგიევთან არასდროს დავუკრავ იმიტომ, რომ ის პუტინის მეგობარია. მეგობრობა ისეთი რამაა, რომელშიც შეზღუდვა არ არსებობს. ადამიანი მეგობრობს იმასთან, ვისთანაც სურს. ვალერი გერგიევი ჩემთვის იმიტომ არის მიუღებელი, რომ პუტინის პოლიტიკას უწევს პროპაგანდას.
ვლადიმერ პუტინი პატივს არ სცემს ადამიანის უფლებებს. მას ოკუპირებული აქვს ჩემი სამშობლო, საქართველო. ის ახდენს უკრაინის ანექსიას. ყველამ იცის, რა ვითარებაა სირიაში და ვინ არის ამაში დამნაშავე. ასეთ დროს არ გვაქვს უფლება ვიყოთ ნეიტრალურები. ჩვენ ამ მოვლენებზე რეაგირება უნდა გვქონდეს. ვფიქრობ, ეს ჩვენი აბსოლუტური პასუხისმგებლობაა.
მე ვარ საქართველოს და ასევე მსოფლიოს მოქალაქე, ამიტომ ვალდებული ვარ ვთქვა, რომ არსებობს პრობლემები და პირადად ჩემთვის, ისინი მიუღებელია",- განაცხადა ხატია ბუნიათიშვილმა.