
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველ კინომატოგრაფებს ოთხი ჯილდო გადაეცათ.
კინოფესტივალის საუკეთესო მხატვრული ფილმი გიორგი ბარაბაძის "ლუკა" გახდა. ამავე ფილმში, მსახიობი ლია კაპანაძე, ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვეს.
კინოფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიალზე ქართველ რეჟისორს, რუსუდან გლურჯიძეს, ფილმისთვის "სხვისი სახლი", ორი მთავარი პრიზი - საუკეთესო რეჟისურისთვის და საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის გადასცეს.