
საბერძნეთის ქართული დიასპორა წლის საუკეთესო ქართველ მომღერალ ქალად იქაური მსმენელი ნინო ჩხეიძეს ასახელებს, ხოლო მამაკაცად – მარკუს მეტრეველს. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ექსკლუზიურად ავრცელებს და მარკუს მეტრეველთან ინტრევიუსაც აქვეყნებს.
მარკუს მეტრეველი ამბობს, რომ დაჯილდოვების ცერემონია 29 იანვარს, ათენის ქართულ სახლში გაიმართება და მადლობას უხდის ყველას, ვინც ის საუკეთესო მომღერლად დაასახელა. ცერემონიალზე წასვლას აპირებს ნინო ჩხეიძეც, რომელიც ორგანიზატორებისა და გამოკითხვის მონაწილეების მიმართ, ასევე, მადლიერებას გამოხატავს.