ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" გალა კონცერტს გამართავს

Image

28 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" მასშტაბურ გალა კონცერტს გამართავს.

 

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი შემსრულებლები, ასევე უცხოელი სტუმრები, რომლებიც თბილისში სპეციალურად ქართველი ბავშვების დასახმარებლად ჩამოვიდნენ.

 

კონცერტში მონაწილეობენ: მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე, კორსიკული ჯგუფი "სარტენე", იტალიური ჯგუფი "ლე დივას", ოლივერ პული, შოტლანდიიდან სპად დი ფაიფერი, ფრანჩესკო ტასკაიალი.

 

ასევე - ანსამბლები "რუსთავი", "ბასიანი", "ქართული ხმები", "გეორგიკა", "ირიაო", გორის ქალთა კამერული გუნდი, ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრი, მაესტრო მირიან ხუხუნაიშვილი, სოფიკო კაკულია, ნიკა ნიკვაშვილი.

 

უცხოელი ვარსკვლავების სრული შემადგენლობა უკვე თბილისშია, მათ დღეს თბილისის საკონცერტო დარბაზში რეპეტიცია გაიარეს და ხვალ მაყურებელთან შესახვედრად მზად არიან.

 

კონცერტის გენერალური პარტნიორია კომპანია "სოკარი", მასპინძელი სასტუმრო - ”Rooms Hotel”.

 

საქველმოქმედო გალა-კონცერტი 28 დეკემბერს, 21:30 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში დაიწყება და ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირ ეთერში გადაიცემა. იმოქმედებს ნომერი - 0901 900 999, ზარის ღირებულებაა ერთი ლარი.

 

 

surgg.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !