
მსახიობი ნინი ონიანი "ფეისბუქში" გულისტკივილს გამოთქვამს იმის გამო, რომ გადაცემა "პროფილის" ჩაწერაზე მიიწვიეს, მაგრამ პრომოში ყველა მიწვეული ნახა, თავისი თავის გარდა.
"მიმიწვიეს გადაცემა "პროფილში" . მხიარული და სახალისო ჩაწერა იყო. პატივს ვცემ მის წამყვანსაც,მაია ასათიანს. ზუსტად არ მახსოვს მაგრამ სადღაც 15 სტუმარი ვიყავით. მაინტერესებდა როგორი გადაცემა გამოვიდა, პრომოსაც ველოდი. გამოვიდა პრომო, დღეს ვნახე და აბსოლუტურად ყველა სტუმარი ვიხილე,საკუთარი თავის გარდა.
14 ადამიანი "ჩაეტია" ერთ პრომოში და ჩემი ადგილი არ დარჩა ვითომ ..?! იქნებ საერთოდ გადაცემაშიც აღარ ვარ ..?! :)) ერთი შეხედვით აფსოლუტურად უწყინარი ფაქტია ,ასეთი რამ არც არასოდეს მომხდარა, მაგრამ შემდეგში თუ ისევ გადაწყვეტთ რომელიმე თოქ-შოუ თუ გადაცემა რომ "ამომჭრათ" , ნუღარ მიმიწვევთ .. პატივისცემით ნინი...
#მტრებიმყავს" - წერს მსახიობი "ფეისბუქზე".