-
2016-11-10 18:36
პოპულარულ ტელესერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" პერსონაჟი - ცოტნე ცოტაშვილი ცოტა ხნით გაქრა ეკრანებიდან, რამაც მისი როლის შემსრულებელზე გიორგი ბახუტაშვილზე სხვადასხვა ვერსიების გავრცელება გამოიწვია.
ვერსიებიდან ერთ-ერთი - სერიალიდან მსახიობის წასვლა "პრაიმტაიმნიუსმა" უშუალოდ მსახიობთან გადაამოწმა. გიორგი ბახუტაშვილმა "პრაიმტაიმნიუსთან" საუბარში ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო, ხოლო სერიალ "ჩცდ"-ს პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ სერიალიდან წასვლა, როგორც ასეთი, არ არსებობს:
ამ სეზონზე რომ არ გამოჩენილა ცოტნე ცოტაშვილი სერიალში, შეამჩნევდით ალბათ. თუ პერსონაჟი საჭირო გახდა ალბათ ბახუტაც გაიჩითება. სად წავიდა, რა დაიწყო და ა. შ. არ ვიცი… სერიალის დატოვება როგორც ასეთი არ არსებობს. პერსონაჟი არსებობს და მომდევნო სერიებში რა მოხდება არავინ იცის. შეიძლეაბა ცოტნეც გამოჩნდეს, მაგრამ ამ ეტაპზე სერიალის ტკბობის სიმძიმე სხვაგან არის გადატანილი.
ჩვენი მსახიობები სხვაგანაც არიან ხოლმე დაკავებულები. ისეთი მსახიობი არ არსებობს, რომ მარტო ჩვენ სერიალში თამაშობდეს. რომც იყოს ასეთი, ჩვენთან გამოჩენის შემდეგ, მერე სხვაგანაც ჩნდება ხოლმე. მე რამდენადაც ვიცი, გადაცემის წამყვანად ტესტავდნენ „იმედზე“. მერე რა მოხდა არ ვიცი. მაგრამ ბახუტა ჩვენია, ბახუტა ყოველთვის იქნება ჩვენთან.