
FM 98.9 - ზე მომღერალ ტატო გოდერძიშვილის სიმღერის, სახელწოდებით „მე და შენ“ პრემიერა შედგა. კომპოზიტორი ქალბატონი მაია კაჭკაჭიშვილია.
არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის. ტექსტის ავტორი კი ქალბატონი ირინა სანიკიძე გახლავთ. მომღერალმა სიმღერა თავის მეუღლეს, ასევე ყველა ქალბატონს მიუძღვნა.