
მომღერალი ნინო ჩხეიძე ახალი სიმღერის კლიპის გადაღებას, ხოლო კლიპში მსმენელების მიერ გამოგზავნილი ვიდეოსელფების ჩართვას აპირებს. ამის შესახებ საგანგებო ვიდეომიმართვა მომღერალმა თავის ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" გაავრცელა, მიმართვას კი სიმღერის გადმოსაწერი ბმული და ახალი სიმღერის ტექსტიც დაურთო. მსურველებს ვიდეოსელფების გაგზავნა ნინო ჩხეიძის "ფეისბუქის" გვერდზე შეუძლიათ.
"გადაიღეთ სელფი-ვიდეო ჩემს ახალ სიმღერაზე და გამომიგზავნეთ Inbox-ში . გადადი ბმულზე და გადმოიწერე სიმღერა https://soundcloud.com/nino-chxeidze/mainc
გელოდებით ♥♥♥
P.S. : ერთად შევქმნათ ახალი ვიდეორგოლი", - წერს ნინო ჩხეიძე.
სიმღერის ტექსტი:
მერე რა რომ ერთად არ ვართ, მერე რა რომ დღეს ხარ შორს,
მერე რა რომ წარსულია, ჩემია და სულ მახსოვს
მორჩა, გაიყარა ჩვენი გზები
დამთავრდა, ასე ჯობდა ალბათ ხვდები
რეპის ადგილი...
მორჩა, გაიყარა ჩვენი გზები,
დამთავრდა, ასე ჯობდა ალბათ ხვდები
მახსოვს, მახსოვს ჩვენი ერთად ყოფნის წლები,
და მეც დღეს ამ სიყვარულზე ვმღერი...
რეპის ადგილი...
მერე რა რომ ერთად არ ვართ, მერე რამ სხვა მათბობს,
მერე რა რომ წარსულია, ჩემია და სულ მახსოვს
მერე რა რომ ერთი გოგო შენთვის აღარ ათენებს,
ყოველი დღის დაღამება მაინც შენს თავს ახსენებს...
დამთავრდა, გაიყარა ჩვენი გზები,
დამთავრდა, ასე ჯობდა ალბათ ხვდები,
მახსოვს მახსოვს, ჩვენი ერთად ყოფნის წლები
და მეც დღეს ამ სიყვარულზე ვმღერი...