
„დარდიმანდი“ - ერთერთი ყველაზე პოპულარული რადიო 1 ივნისს 5 წლის გახდა. რადიო “დარდიმანდი” 2011 წელს დაარსდა. ეს არის ქართული რადიო, რომელიც ძველ და თანამედროვე ქართულ სიმღერებს აერთიანებს.
პირდაპირ ეთერში მომუშავე წამყვანები მსმენელებს ხალისიან გაწყობას უქმნიან და მათ ქართული სულით ავსებენ.
რადიოს დაფარვის ზონაა - თბილი (FM 97.1), გურია (FM 105,0) კახეთი (103,1) და იმერეთი (FM 105,0).
რადიო “დარდიმანდი”-ს ფორმატი მუსიკალურ-გასართობი ხასიათისაა.
მას, ვისაც ქართული მუსიკა უყვარს, 97.1-ზე შესაძლებლობა ეძლევა 24 საათის განმავლობაში ყველა დროისა და ჟანრის ქართული სიმღერა მოისმინოს და საუკეთესო დარდიმანდული განწყობა შეიქმნას.
„აფხაზეთის ხმა“ ულოცავს მომღერალ ნინო ჩხეიძეს, კოლეგებსა და მეგობრებს „დარდიმანდიდან“ 5 წლის იუბილეს და უსურვებს, კვლავაც დაუბრკოლებლად გაკვალოს გზა მსმენელთა გულებისკენ.