-
2016-04-05 21:21
პოპულარული ქართული ანსამბლი "მგზავრები" 9 აპრილს რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში კონცერტს გამართავს. ბილეთები უკვე იყიდება და მათი ფასი 1.500-დან 4.000 რუბლამდეა.
"7 მგზავრი თბილისიდან ძალიან მელოდიურ, საინტერესო, მრავალფეროვან და ჭეშმარიტად მზიურ მუსიკას უკრავს, შესანიშნავად მღერის", - ასეა წარდგენილი "მგზავრები" ადგილობრივ მედიაში და აფიშებზე. ჯგუფის კონცერტი A2 Green Concert-კლუბშია დაგეგმილი.
ამასთან, სანკტ-პეტერბურგი ერთადერთი ქალაქი არაა რუსეთში, სადაც "მგზავრების" კონცერტია დაგეგმილი. საუბარია ტურნეზე, რომელიც 7 აპრილს, მოსკოვში გამართული კონცერტით დაიწყება. 9 აპრილის გარდა, კონცერტები 12 აპრილს დონის როსტოვში, 13 აპრილს - ვორონეჟში, 15 აპრილს ტიუმენში, 16 აპრილს ეკატერინბურგში, 17 აპრილს კი - ჩელიაბინსკში გაიმართება. რუსეთის შემდეგ "მგზარვები" ბელორუსში ჩადიან და კონცერტს 19 აპრილს, მინსკში გამართავენ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26