
მედიაჰოლდინგ „აფხაზეთის ხმას“ კიდევ ერთი რადიო - „შანსონი“ შეემატა. სადგურის დაარსება შანსონის, როგორც მუსიკალური მიმართულების პოპულარობამ განაპირობა.
ეს არის რადიო, რომელიც ძველ და თანამედროვე შანსონურ სიმღერებს აერთიანებს. რადიო “შანსონი”-ს ფორმატი მუსიკალურ-გასართობი ხასიათისაა. მას, ვისაც შანსონი უყვარს, 99.3-ზე შესაძლებლობა ეძლევა 24 საათის განმავლობაში მოისმინოს შანსონური მუსიკა და შეიგრძნოს სახალხო ტალღის გულისცემა. რადიოს დაფარვის ზონაა - თბილისი (FM 99.3).