
14 წლის აფხაზი მოდელი ზლატა თუჟბა, რომლის ეროტიკულმა ფოტოებმა ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი სკანდალი და მითქმა-მოთქმა გამოიიწვია, ამბობს, რომ თავისი ცხოვრების დაკავშირებას არ აპირებს აფხაზეთთან, მაგრამ როცა გამდიდრდება, აუცილებლად "მიხედავს ქვეყანას".
ზლატა თუჟბას ფოტოებზე, რომლებიც მან "ინსტაგრამზე" ატვირთა და შემდეგ წაშალა, აფხაზეთის საზოგადოება დიდხანს ლაპარაკობდა. მისი თქმით, ზოგიერთი ემუქრებოდა კიდეც და ქვეყნის დატოვებას ურჩევდა, ხოლო იმ სკლის დირექტორმა, სადაც სწავლობს, მშობლები დაიბარა.
ზლატა ამბობს, რომ ის დედის გვარზე, მამამისი კი შენგელაიაა: "მამა ჩვენთან არ ცხოვრობს, თუჟბა დედის გვარია, მაგრამ ვაპირებ, მამის გვარზე გადავიდე, რადგან სუფთა აფხაზური გვარის გამო ბევრი პრობლემა შემხვდა, ზოგიერთები "აფხაზთა შემარცხვენელს" მეძახდნენ". ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ უკვირს მას ეს დამოკიდებულება აფხაზეთში, სადაც ტრადიციების მიმართ ერთგულება განსაკუთრებულია, ზლატა ამბობს:
"მე რომ ეს ფოტოები რუსეთში გამომექვეყნებინა, არავინ შეიმჩნევდა და არც არავინ დამემუქრებოდა. ჯერ პატარა ვარ, მაგრამ ჩემს მომავალს ნათლად ვხედავ: ღომის ამოზელვა და ბავშვების გაჩენა საჩემო საქმე არ არის და ამას არც ვაპირებ. ჩემს ფოტოებს შორის ერთი სრულიად შიშველი ფოტოცაა, სელფი გადავიღე. ეს ფოტო ერთ ბიჭს გავუგზავნე, რომელიც მატყუებდა, სიყვარულზე ზღაპრებით დამახვია თავბრუ. მერე აღმოჩნდა, რომ ამ ბიჭის მსხვერპლი უამრავი გოგო გახდა. ახლა ეს ფოტო აფხაზეთში თითქმის ყველა ახალგაზრდა ბიჭს ტელეფონში აქვს", - ამბობს ზლატა თუჟბა.