თბილისის პრორუსულ კინოფესტივალს უკრაინელმა რეჟისორმა პროტესტი გამოუცხადა და ფილმი გაიწვია (ვიდეო)

Image

ცნობილმა უკრაინელმა რეჟისორმა მიხაილო ილიენკომ თბილისში 5-9 ნოემბერს დაგეგმილ საერთაშორისო კინოფესტივალს პროტესტი მისი პრორუსულობის გამო გამოუცხადა და საკუთარი ფილმი "Той Хто Пройшов Крізь В огонь" უკან გაიწვია. 

 

"დღეს ჩვენ გვყოფს ომი. ჩვენ გვყოფს ოლეგ სენცოვის დაპატიმრება მაშინ, როცა იგი ყირიმში, ფესტივალის ერთერთ ფილმს, "ორლეანს" იღებდა. წელიწადნახევრის შემდეგ სენცოვს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს მკაცრი რეჟიმის ციხეში. 

 

ვწუხვარ, რომ ფესტივალში მონაწილეთა შორისაა სტანისლავ გოვორუხინი, რომელიც არ მალავს თავის ანტიუკრაინულ შეხედულებებს. 

 

იძულებული ვარ, უარი ვთქვა ფესტივალში მონაწილეობაზე, უკიდურეს შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ სენცოვი გისოსებს მიღმაა. იმედი მაქვს, 20 წელს არ მომიწევს ლოდინი - ჩემს ასაკში ეს საკმაოდ ძნელია", - წერს მიხაილო ილიენკო. 

 

შეგახსენებთ, თბილისში საერთაშორისო კინოფესტივალი 5-დან 9 ნოემბრამდე ტარდება, თუმცა, მას სახელი შეეცვალა და ახლა “თბილისის ღია კინოფორუმი” ჰქვია. კინოფორუმის ფარგლებში ილიენკოს ფილმის ჩვენება 7 ნოემბერს იყო დაგეგმილი. წელს, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ფილმების გარდა ფორუმი რამდენიმე ფილმს თურქეთიდან და ირანიდანაც უმასპინძლებს. ფესტივალის კინოჩვენებები "ამირანში" გაიმართება, ბილეთის ფასი კი 3 ლარია. 

 

ფესტივალზე 10 ქვეყანა 30 ფილმს წარადგენს. ფილმების უმეტესობა  რამდენიმე ქვეყნის კოპროდუქციაა; მათ შორის 10 დამოუკიდებელი რუსული ფილმია. ნაჩვენები იქნება ერთი ქართველი რეჟისორის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი “პატარძლები”. ფინანსურ მხარდამჭერას ფესტივალს უკვე თბილისის მერიაც უწევს.

 

“წინასაარჩევნო პერიოდში დავით ნარმანიას საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო თბილისის, როგორც რეგიონის კულტურული ცენტრის სტატუსის შენარჩუნება. ამ კინოფესტივალის კონცეფცია საუკეთესოდ ეთანხმება ამას,” - აცხადებს თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი წერეთელი.

 

 

ილიენკოს პროტესტის მიუხედავად, კინოფესტივალში მონაწილეობს რამდენიმე უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ხოლო უკრაინის კინოკავშირის ხელმძღავნელი სერგეი ტრიმბაჩი ამბობს, რომ ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს კინოხელოვნებას ყურადღება არ ექცეოდა, რაც ვიქტორ იანუკოვიჩის გაპრეზიდენტების შემდეგ შეიცვალა.

 

“უკრაინულ კინოს ვიქტორ იანუკოვიჩის შვილი პატრონობდა, ამიტომ ამ პერიოდში საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი ფილმები გადავიღეთ. ასევე, გამოჩნდა რამდენიმე ფილმი, რომლებმაც მსოფლიოს წამყვანი კინოფესტივალები მოიარეს და საკმაო დიდი მოწონებაც დაიმსახურეს,”- აცხადებდა სერგეი ტრიმბაჩი.

 

ვიდეო:  ფრაგემნტი მიხაილო ილიენკოს ფილმიდან                                                                                                                                                                                                                                                                                                    

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !