-
2015-11-02 01:20
პირველ ნოემბერს ბათუმში „მის საქართველო 2015“ გაიმართა. გამარჯვებული 24 წლის მოდელი ნუკა ყარალაშვილი გახდა. ნუკა ბავშვობიდან მეგობრობს ანუკა არეშიძესთან. გთავაზობთ ამონარიდს „რეიტინგისთვის“ მიცემული ძველი ინტერვიუდან:
- ნუკა, სოციალურ ქსელში ვნახე, რომ ანუკა არეშიძეს მადლობას უხდიდი, როგორც მივხვდი, სიურპრიზი მოგიწყო.
- დიახ, ახლა ჩამოსული იყო მილანში და საჩუქარი გამიკეთა. ეს მოდის სფეროს არ ეხება, პირადი საჩუქარია. ანუკის დიდი ხანია ვიცნობ, ბავშვობიდან... ერთად დავდიოდით სამოდელო სააგენტოში. მილანში პირველად რომ ჩამოვედი, მაშინაც ვნახე. გადასარევი გოგოა. ყველანაირად გვერდში ამომიდგა. ვმეგობრობთ... როგორც იცით, ანუკის ბოლო ჩვენება მე დავხურე. ძალიან მიყვარს ანუკი, როგორიც ადრე იყო, ზუსტად ისეთია. წარმატებას არ შეუცვლია.
"რეიტინგი"
Weekend Max Mara-ს ფოტოები

თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26