„თბილისობის“ გალა-კონცერტზე გამოსული მომღერლები გამომსვლელთა სიის განხილვას ბილწსიტყვაობით პასუხობენ

Image

ის მომღერლები, რომლებიც „თბილისობის“ გალა-კონცერტზე გამოვიდნენ, გაღიზიანებით შეხვდნენ კოლეგების სტატუსებს, რომლებიც, ძირითადად, ღონისძიების ორგანიზატორების წინააღმდეგ იყო მიმართული. 

 

რამდენიმე მომღერალმა სტატუსად დაწერა, რომ გამომსვლელთა სიის შედგენის პრინციპი მათთვის ამოცანად დარჩა და რომ „დიდი საიმოვნებით“ გაესაუბრებოდნენ გალა-კონცერტზე გამომსვლელთა სიის შემდგენლებს, რაც პიროვნულ თავდასხმად აღიქვეს იმ მომღერლებმა, რომლებიც კონცერტზე გამოვიდნენ. 

tb1.jpg

 

tb3.jpg

 

"თბილისობის" კონცერტის სია ვინ შეადგინა, მაინტერესებს, უნდა გავესაუბრო... ხუმრობის გარეშე მაინტერესებს", - დაწერა ნინო ჩხეიძემ 19 ოქტომბერს. 

 

ამ მომღერალთა გაღიზიანებას კონცერტზე გამოსული კოლეგებისა და მათი თაყვანისმცემლების საკმაოდ აგრესიული რეაქცია მოჰყვა. თუ მომღერალი ქალები შედარებით თავს იკავებდნენ, მამაკაცები არც მუქარასა და ბილწსიტყვაობაზე ამბობდნენ უარს:

 

tb7.jpg

tb6.jpg

 

tb4-1.jpg

tb5.jpg

tb2.jpg

 

იმის გამო, რომ კოლეგები და მათი თაყვანისმცემლები უსაფუძვლოდ მოიხსენიებდნენ აუგად, გაღიზიანება არ ჩამცხრალა სიის მიღმა დარჩენილ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებში. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ნინო ჩხეიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა:

 

"ახლა შემოვედი ფბ-ში, წავიკითხე ჩემი კოლეგების სხვადასხვა საინტერესო კომენტარები ჩემზე. სიმართლე გითხრათ, არც მიფიქრია, რომ თბილისობაზე მათი რომელიმე ისტერიული სტატუსი მე მეხებოდა, იმიტომ რომ, თუ ორგანიზატორებთან მაქვს პრეტენზია, ეს არ არის მათი საქმე. და არცერთი მონაწილე არ მიგულისხმია... მაგრამ როგორც ჩანს, ჩემს კოლეგებს თავიანთ თავზე მიუღიათ ჩემი სტატუსი და თავიანთ გვერდზე ბედნიერი უყურებენ ჩემზე ცუდ კომენტარებს, ერთმანეთსაც დამანუგეშებელ სიტყვებს უწერენ და ძალიან უნერვიულიათ. აი, მართლა ტეხავს, რომ ერთი კონცერტით ამბიციის ამხელა მწვერვალზე ადიხართ და მგლებად იქცევით...", - წერს ნინო ჩხეიძე. 

 

აქვე, თემის მსგავსებისა და იმის გამო, რომ სტატიაში მოხსენიებულ ზოგიერთ პირსაც ეხება, "აფხაზეთის ხმა" აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც ისრაელშია გადაღებული, ერთერთ კონცერტზე, სადაც დაკვეთით მონაწილეობდა "თბილისობის" გალა-კონცერტის მონაწილე რამდენიმე მომღერალი. ამ ვიდეოს სრული ვერსია "ფეისბუქზე", "ჩვენი გვერდის" ვიდეოებშია გამოქვეყნებული.

 

ვფიქრობთ, ამ ვიდეოს ნახვისა და მოსმენის შემდეგ ბევრს არ გაუჩნდება შეკითხვა, რატომ წუხს ხოლმე მაყურებლის ნაწილი, როცა ლაივში უსმენს ზოგიერთ მომღერალს...

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !