
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებს" ნინო გაჩეჩილაძე უბრუნდება, რომელიც თავდაპირველად კატოს როლს თამაშობდა. ის, სავარაუდოდ, ლელა მებურიშვილს ჩაანაცვლებს.
"ჩემი ცოლის დაქალების" ოფიციალურ გვერდზე "ძველი კატოს" გამოჩენამ, ძირითადად, მოწონება გამოიწვია. სერიალის ახალი სეზონი 16 ოქტომბრიდან, "რუსთავი-2"-ზე დაიწყება.