-
2015-03-20 14:45
ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მილანში გადაღებული ფოტოები გამოფინა, სადაც მეგობრებთან და შვილთან ერთად იმყოფება.
იტალიაში გადაღებულმა ერთ-ერთმა ფოტომ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.
ფოტოზე შორენა მეგობრებთან ერთად ღია კაფეში ზის, მაგიდის ორგვლივ კი ბრენდულ მაღაზიებში შეძენილი ნივთებია ჩამომწკრივებული.
შორენას ერთ-ერთი მეგობარი ხელით უთითებს სხვადასხვა ფირმის ქაღალდის პარკებზე.
ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა:
''ამას მარტო ქართველი "სახე" იზამს''.
''ხალხს პურის ფული არა აქვს, არ შეიძლება ამ ფოტოების დადება''.
''რა ჩვენი საქმეა, როგორ იშოვა ფული და რა უფლება გვაქვს ეს განვიხილოთ, მაგრამ ეს მაგარი მატრაკვეცობაა და ამით ჰგონიათ, რომ ხალხს აკვირვებენ, არადა ქაჯობენ...''
''აუ, რა ფული აქვს ტიიპს!''
''ხალხი შიმშილით კვდება და ამის ასე "გამარიაჟება" არ არის ლამაზი''
''ნეტა რა შორენას ბრალია, ხალხს რომ უჭირს, გადავირიე რააა... ეს გოგო თავის ფულს ხარჯავს, თქვენსას ხომ არა? შეინახეთ ეს თქვენი კრიტიკა და ბოღმა თქვენთვის'' - წერენ სოციალურ ქსელში.
ბოლო დროს შორენამ უკვე მეორედ ''მოახერხა'' საზოგადოების კრიტიკა დაემსახურებინა. ცოტა ხნის წინ ''მარაოს'' გადაცემა ''გარდერობში'' ნათქვამმა სიტყვებმა, რომ არ იცის და არ რეცხავს ჭურჭელს, ბევრი გააღიზიანა.
reitingi.ge