
ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე არ აპირებს, უკრაინის ხელუსიფლებას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართოს. მეტიც, მომღერალი აცხადებს, რომ საქართველოს მსოფლის არცერთ ქვეყანაზე არ გაცვლის.
ამის შესახებ ვახტანგ კიკაბიძემ გამოცემა «Грузия Online»-ს უთხრა, როცა იქედან უკრაინულ, რუსულ და ცალკეულ ქართულ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი სთხოვეს.
„თქვენ ყველაფერი გამოგივათ, მე მწამს ამის. მე ისე მიყვარს უკრაინა, რომ მზად ვარ, აქ ვიცხოვრო“, - თქვა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ბუბა კიკაბიძემ. მისი თქმით, „ეს სიტყვები აღქმული უნდა ყოფილიყო, როგორც უკრაინის მისამართით გამოთქმული კომპლიმენტი და არა ისე, თითქოს მე პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვე. მე საქართველოს არ გავცვლი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაზე“.
ვახტანგ კიკაბიძის პროდიუსერმა სოსო აბზიანიძემ განაცხადა, რომ ისინი მუშაობენ, რათა საქართველოში უკრაინის არმიის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარონ.