
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ქართველმა მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ ოჯახთან ერთად პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა უკრაინაში, სინამდვილეს არ შეეფერება.
ინფორმაცია ჯერ უკრაინულმა, ხოილო შემდეგ, უკვე მათზე დაყრდნობით, რამდენიმე ქართულმა გამოცემამაც გაავრცელა. სინამდვილეში კი ქართველმა მომღერალმა, რომელიც ლვოვში კონცერტებს მართავდა, პრესკონფერენციაზე მხოლოდ იხუმრა, რომ ისე უყვარს უკრაინა, მზადაა, აქ დარჩეს და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვოს.
ზოგმა უკრაინულმა მედიასაშუალებამ ეს ხუმრობა სერიოზულად აღიქვა და ინფორმაცია არასწორად გაავრცელა.
"აფხაზეთის ხმა"