
გია ჯაჯანიძის თოქ-შოუში განხილულმა თემამ - „ქართული მენტალობა“ გადაცემის სტუმრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
კამათმა ერთ დროს მედავითნე თაკო ვარშალომიძე და პროექტ „ჯეო-ბარის“ სკანდალური მონაწილე მულატკა, დაპირისპირებამდე მიიყვანა.
მულატკამ თაკო ვარშალომიძე რელიგიის თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა.
,,როცა ვლაპარაკობდით „ცისფერებზე“ ორიენტაციაზე, ვიძახდი, რომ არ მინდა ეგეთი შვილი მყავდეს, მირჩევნია ,,დავბრიდო“ და სულ ნუ მეყოლება.
თაკომ და ამ გოგონამ მითხრეს, რომ შენ რაც ქენი არ ტეხავსო? ამბობს, რომ ქალიშვილია და თან ეცინება, მერე ამბობს, რომ მედავითნეო, მამაო... კუპალნიკს თუ იხდი, შენ კიდევ ჩემზე გაქვს სალაპარაკო, მე რა ვქენი?!
მედავითნე ვიყავიო, ამბობ... კაცთან არ ხართ ნამყოფი? კოჭებში გეყობა, რაც ხარ... მოხვედი ტიტკლიკანა... მედავითნეო... და აღსარებას აბარებ? არ მესმის, ამ ქალიშვილობას ინარჩუნებენ და თხოვდებიან, ვითომ პატიოსნად ინახავენ“ - მიმართა მულატკამ თამო ვაშალომიძეს.
გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ მოდელ თაკო ვარშალომიძეს უამრავმა ადამიანმა მიმართა კითხვით, რატომ არ გასცა მკაცრი პასუხი მულატკას:
„მე მინდა იმ ადამიანებს ვუპასუხო რომლებიც მწერენ დღეს გასული სიუჟეტის შემდეგ....რატომ არ ვითრიე ვიღაც ვიღაცები თმებით:)))) მოკლედ გეტყვით, ის ვიღაც ვიღაცები ჩემთვის 0 წარმოდგენენ, რომლებსაც განათლების -0% აქვთ....
კარგით რა... როგორ უნდა აყვეთ ასეთებს.... :))))))) ძაალიან დიდი მადლობა იმ თბილი მესიჯებითვის, რომლებიც თქვენგან მომდის“ - წერს ვარშალომიძე სოციალურ ქსელში.