-
2015-02-25 16:41
მას შემდეგ რაც მომღერალ მარკუს მეტრეველის ვითომ საცოლემ, ლელა მიქელაძემ მომღერლის ორიენტაციაში ეჭვი შეიტანა, მეტრეველმა სოციალურ ქსელში ახალი წერილი გამოაცხო.
„მე მინდა, რომ საბოლოო კომენტარი გავაკეთო ლელა მიქელაძესთან დაკავშირებით! მე ვარ ადამიანი, ძლიერი, გაუტეხელი, არაფრის და არავის მეშინია ქვეყანაზე!
მხოლოდ საკუთარი ინსტინქტებით და გონებით, ფუნდამენტალურად მტკიცე ჩემს პრინციპებთან მიმართებაში, მათ შორის ქალებთანაც!
არასოდეს ვგრძნობდი მათგან სითბოს დეფიციტს. ყოველთვის ვიცი, როდის რა უნდა ჩემგან ქალს და როდის, რა სიტუაციაში უნდა მოვექცე ისე, რომ თავი ქალად იგრძნოს! ამას ვლაპარაკობ მე, „კონჩიტად“ წოდებული კაცი, ხაზს ვუსვამ, კაცი, ვინაიდან ჩემი ცოლობის მსურველმა, ლელა მიქელაძემ მე ასე მიწოდა!
ერთი ლოგიკური კითხვა მინდა დავსვა, – თუ მე კონჩიტად აღმიქვამდი, თუ მე წითელ ფერთან ვმეგობრობდი, თუ მე „გრუზინული“, ჩაცმულობის გამო დამცინოდი, მაშინ ჩემს ” ეზოში ღამღამობით რას დადიოდი, თუ ჩემი შარვლიდან „rise like a phoenix” არ გსურდა, ჩემო ძვირფასო ლელა? ან კიდევ, ჩემი თავადური და „ოლიმპოსეული“ გენით გამრავლებულიყავი და ამისი დიდი სურვილი გქონდა როგორც მახსოვს? განა მაშინ არ იცოდი? რომ: “you wouldn’t know me at all… Today” ?
რომ ჩემო „ღირსეულო“, მანდილჩაბრუნებულო ლელა, დაუშვი აფრები, და შეირგე წუთები და წამები, რაც გაჩუქე. ბოლო რჩევას გაძლევ, ვინაიდან, დრომ მითხრა შენ მე მჭირდებიო, ასე რომ, მეგობარს ვერ გავაწბილებ და მეც მას მივყვები!
მინდა გისურვო, ამ ბიზნესში გაძლება და თავის დამკვიდრება და მიხვდები, რა გამოვიარეთ ჩვენ „კონჩიტებმა“, რომ დროსთან „მეგობრობის“ ღირსები გავმხდარიყავით! ეს ის ბოლო ემოციათა გროვაა, რომელიც შენ მომანიჭე, ლელა! აბა, შენ იცი!
გაგიფრინდა შენი “Phoenix”! :)))) და ბოლოს, ჩემს საყვარელ ჟურნალისტებს მოგმართავთ, ეს ჩემი ბოლო კომენტარია ამ თემასთან დაკავშირებით და აქ იმდენი ყვითელია, რომ ჩემი შეწუხება ამ თემის ირგვლივ აღარც ღირს! დიდი მადლობა თქვენ!
Regards: Marcus (Conchita) metreveli!“ - დაწერა მარკუს მეტრეველმა.
იმის დასამტკიცებლად კი, რომ ლელა სექსს თავად სთხოვდა მომღერალს, მათი პირადი მიმოწერა „primetimenews“-ს გაუგზავნა.

