-
2015-02-25 14:15
მსახიობი თაკო აბაშიძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში შინაური ცხოველებთან დაკავშირებით სახალისო ისტორიას იხსენებს.
„ჩემი ოთხფეხა მეგობარი პიკო 4 წელია ჩვენთან ცხოვრობს.
ძალიან პატარა იყო, როცა მე და დედამ მოვიყვანეთ და ორივეზე განსაკუთრებულადაა მოკედლებული.
როდესაც ძაღლი დედისგან მოგყავს, ის შენს სუნს იმახსოვრებს და ამიტომაც ხდება ოჯახის ამა თუ იმ წევრებზე დამოკიდებული.
ცხოველები ისევე გრძნობენ აურას, როგორც ბავშვები. ჩემთვის ძაღლს არასდროს შეუღრენია. პიკოც იოლად შეეგუა ახალ გარემოს.
ძალიან კარგი ბიჭია, ოღონდ ცოტა უცნაური.
მას ჩვენი სახლის ბინადარი ერთ-ერთი კატა შეუყვარდა. სპარსული ჯიშის კატა, ტასო, საჭმელს რომ ჭამს, პიკო ყარაულობს, რომ მერე ფისომ ფაფა არ შეუჭამოს. კაცური პასუხისმგებლობა აქვს აღებული“, - ამბობს თაკო აბაშიძე.