-
2015-02-25 13:58
წინასწარმეტყველი ლელა კაკულია ამბობს, რომ ძლიერი ენერგეტიკის მფლობელია და ამ ენერგიით თავის ოჯახს, სამ შვილსა და ოთხი შვილიშვილს იცავს და აკონტროლებს.
„ოჯახს ყურადღებას არ ვაკლებ, ყველაფერს ვხედავ და ვიცი - ვერაფერს დამიმალავენ.
ვიცი, როდის გახდებიან ავად, რა აწუხებთ, რას აშავებენ, ვიცი, სად აქვთ ცხვირი ჩაყოფილი და რომ დახმარება სჭირდებათ.
ბევრი საფრთხისგან მიხსნია ბავშვები. ჩემი უფროსი შვილის გამო დიდი ტრავმა გადავიტანე, წინასწარ ვიცოდი, რომ ავად გახდებოდა.
მართლაც ასე მოხდა - თირკმელებმა უმტყუნა და ფაქტობრივად კომაში იყო. ახლა 39 წლის არის. ეს ამბავი 5 წლის წინ მოხდა.
მაქვს ხოლმე ინფორმაცია, რომ რაღაც სირთულე მოდის. მაშინვე ვიწყებ ჩემი ენერგეტიკით მის დახმარებას, ვისზეც ეს ინფორმაცია შემომივა. ვცდილობ გამოვიყვანო სირთულიდან და ეს გამომდის კიდეც, რადგან უზარმაზარ ენერგიას ვფლობ.
ვიცოდი, რომ ჩემს შვილს ენერგიით დავიცავდი. ზუსტად ამ ენერგიამ მომაძებნინა კარგი კლინიკა, კარგი ექიმი.
გერმანიაში გადავაფრინეთ და იქ ზუსტად ის გავუკეთეთ, რაც მას სჭირდებოდა. ფაქტობრივად გავაცოცხლეთ“, - აღნიშნა ლელა კაკულიამ.
„სარკე“