-
2015-02-25 13:08
მომღერალი ეთერ კაკულია მძიმედ ავადმყოფობს. როგორც თავად ვარაუდობს, უკვე დროა ბიძინა ივანიშვილმა სტიპენდია დაუნიშნოს.
„ძალიან ბევრი ადამიანი მეხმარება და მადლობელი ვარ ამ ხალხის.
პერსონალურად ვეუბნები მადლობას ირაკლი ღარიბაშვილს, დავით ნარმანიას, ფრიდონ თოდუას, მიხეილ ხუბუტიას, დათო ოქიტაშვილს... ბიზნესმენებს, ყველა მათგანს მადლობა!
სხვათა შორის ბიძინასთან არ მაქვს კონტაქტი, წესით, უნდა მქონდეს, მაგრამ...
შეხება არ მქონია, შესაბამისად არც მისი სტიპენდია ამიღია.
წესით, ახლა უნდა დამინიშნოს. ისე მიკვირს, რომ ადრეც არ დამინიშნეს ეს სტიპენდია, მაგრამ ალბათ ახლა დამინიშნავს“, - განაცხადა ეთერ კაკულიამ.
„სარკე“