„გავახილე თვალი და ბერეზოვსკი დავინახე, გვერდით ბადრი ედგა და სიცილით კვდებოდა... “

Image

ფოტომ, რომელზეც „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე დარბაზში მძინარე მიშა მესხია ასახული, მთელი ინტერნეტსივრცე და უცხოური ტელეარხებიც მოიარა.

პრაქტიკულად სენსაციაა, - მსახიობს გრანდიოზულ ღონისძიებაზე ჩაეძინა.

 

თუმცა, ნუ იტყვით და, ანალოგიურ თუ უფრო პასუხსაგებ ღონისძიებაზე ვის აღარ ჩასძინებია.

 

ფოტოსთან დაკავშირებით იუმორისტმა გოჩა თანდარაშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა:  „2 ლეგენდარული ჩაძინება მახსოვს: ჩემი ჩაძინება კინო „რუსთაველში“ „გლადიატორზე“, დასაწყისიდან ტიტრებამდე და მეგობრის ჩაძინება სტადიონზე, საქართველო-რუსეთის რაგბიზე... გვაჯობა".

 

„საერთოდ, როცა დაღლილი ვარ, ძალიან ადვილად მეძინება. ასე რომ, უამრავ ადგილას: კინოში, სუფრაზე, კლუბში, სალონში - ყველგან ჩამძინებია. თუმცა "ოსკარის" ცერემონიის წინ აუცილებლად გამოვიძინებდი...“ - ამბობს ნიკა ქავთარაძე.

 

„ადრეულ წლებში, სანამ ლელას გავიცნობდი, ღამის პირველი საათი რომ დგებოდა, მაშინვე კისერი მწყდებოდა, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ყველგან მეძინებოდა.

 

ამიტომ, ყველა საქმეს მაგ დრომდე ვრჩებოდი. ერთხელ მაგარი სასაცილო ამბავი მოხდა, კლუბში "დინამიკთან" ჩამეძინა, ანუ რისი თქმა მინდა, ძილის დრო რომ მოდიოდა, ჩემზე არაფერი მოქმედებდა.

 

ერთხელ,  მე და ლელა ბორის ბერეზოვსკის დაბადებზე  მიგვიპატიჟეს, დონეცკიდან გავფრინდით. ძალიან ყინავდა. ბერეზოვსკი დაბადების დღეს ლონდონში "ჩერჩილის სასახლეში" აღნიშნავდა, სადაც ბადრი პატარკაციშვილმა მიგვიყვანა...

 

რატომღაც ბუხართან მოვხვდი და ჩამეძინა, არადა, გაშლილ სუფრასთან ვისხედით. მერე ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და ყურში მითხრა, - ცუდად ხომ არ ხარ, რით დაგეხმაროო?.. გავახილე თვალი და ბერეზოვსკი დავინახე, გვერდით ბადრი ედგა და სიცილით კვდებოდა...

 

მოკლედ, ბადრის ლელა ედგა გვერდით და სურათებს მიღებდნენ... თვალი კი  გავახილე, მაგრამ ძილი ისევ გავნაგრძე, - მაპატიეთ-მეთქი. ეს იყო 2006 წლის 23 იანვარი.

აი, ასეთი მაგარი კურიოზი შემემთხვა,“ - იხსენებს კახა მამულაშვილი (მამულიჩა).

 

„თუ დამეძინა, ისე მაგრად მძინავს, რომ მაღვიძარაც ვერ მაღვიძებს. ამის გამო თვითმფრინავზე დამგვიანებია. თუ დილით ადრე სადმე ვარ წასასვლელი, ღამე იმის გამო უნდა გავათენო, რომ არ დამეძინოს.

 

ისეთი უძილობა მაქვს, დღე გამოშვებით ვიძინებ და მერე ვეღარ ვიღვიძებ...“ - აცხადებს ნინა წკრიალაშვილი.

 

ambebi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !