
მომღერალ მარკუს მეტრეველის ურთიერთობამ 17 წლით უფროს ლელა მიქელაძესთან საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ლელამ გადაწყვიტა საიდუმლოსთვის ფარდა აეხადა და „თბილისელებთან“ გულახდილად ისაუბრა.
„მე ყველაფერი მარკუსის გამო გავაკეთე.
მას უყვარს პიარი და გაიკეთა, ისე კარგად გაიკეთა, რომ მეც გავჩუმდი და ავყევი.
პირველი უთანხმოება მოგვივიდა, როცა გადაცემა „ერთგულების ტესტში“ მონაწილეობა მთხოვა.
უარი ვუთხარი – მის ერთგულებასთან მე რა შუაში ვარ. ერთხელ ისიც მთხოვა, მოდი ვთქვათ, ვითომ მანქანა მაჩუქეო. ეს მისთვის იქნებოდა პიარი, მაგრამ ჩემთვის?!
დახმარებაც მთხოვა, ანგარიშზე 5 000 ლარი სჭირდებოდა, დედამისის გაშვება უნდა საბერძნეთში. ალბათ, პირდაპირ ვერ მითხრა.
ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლებოდა. მე მარკო ქუდმოხდილიც კი არ მყავს ნანახი. ერთმანეთის სახლში არასდროს ვყოფილვართ.
მე მარკუს კაცად როგორ აღვიქვამდი? როცა მარკოს მის ორიენტაციაზე ვესაუბრებოდი, ვკითხე, გქონია, თუ არა კაცთან სექსი-მეთქი და, მიპასუხა, კი, სხვადასხვა ორიენტაციის ადმიანებთან ერთად მქონია ურთიერთობა და უამრავი ჰომოსექსუალი მეგობარი მყავსო.
მომსწრე ვარ, „რედისონში“ როგორ უჟუჟუნებდა ბიზნესმენ მამაკაცს თვალებს. ბევრ ცნობილ ადამიანზეც უჭორავია“, - განაცხადა ლელა მიქელაძემ.