რატომ არ გავიდა გია ჯაჯანიძის „სხვა რაკურსში“ სიუჟეტი მარიამ კუკუნაშვილზე

Image

ჰოლდინგ „ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელზე მარიამ კუკუნაშვილზე „სხვა რაკურსში“ სიუჟეტი დაანონსდა, მაგრამ გადაცემაში არ გავიდა. „აფხაზეთის ხმა“ დეტალების გარკვევას შეეცადა და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოიპოვა.

 

გია ჯაჯანიძის ბოლოს გადაცემაში „სხვა რაკურსი“ ანონსი გვაუწყებდა, რომ გადაცემის სტუმარი „ნიუ ლაიფის“ დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი უნდა ყოფილიყო. თვითონ მარიამ კუკუნაშვილი, როგორც პიროვნება და ბიზნესმენი, საქართველოში ერთერთი ყველაზე წარმატებული ჰოლდინგის მფლობელი, საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს და, ბუნებრივია, გადაცემასაც ბევრი ელოდა.

 

თუმცა, მოხდა ის, რაც, ალბათ, მხოლოდ ქართული ტელესივრცისთვისაა დამახასიათებელი: გადაცემა გავიდა, დაანონსებული სიუჟეტი კი - არა.

 

ცნობილი ფაქტია, რომ მარიამ კუკუნაშვილს, კარგა ხანია, ორგანიზაცია „მომავლის იმედის“ ხელმძღვანელი თამარ ხაჭაპურიძე ემტერება. თავისი პოზიციის ფართო აუდიტორიამდე მისატანად ის მედიასაშუალებებთან ერთად, სოციალურ ქსელებსაც აქტიურად იყენებს: მაგალითად, „ფეისბუქზე“ ტრიალებს დარეკლამებული პოსტი, სადაც ხაჭაპურიძე მარიამ კუკუნაშვილსა და მის კომპანიას სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ჩვილების უკანონოდ გაყიდვაში ადანაშაულებს, თუმცა, დღემდე ვერცერთი ასეთი ფაქტი ვერ დაადასტურა. 

 

მას შემდეგ, რაც „იმედზე“ არ გავიდა დაანონსებული სიუჟეტი, ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ მარიამ კუკუნაშვილის ბლოკის ამოღება გადაცემიდან სწორედ თამარ ხაჭაპურიძის „დამსახურებაა“.

 

„აფხაზეთის ხმას“ ტვ „იმედიდან“ პირად საუბარში დაუდასტურეს, რომ სიუჟეტი გადაცემიდან ტელევიზიაში განხორციელებული ზარის შემდეგ ამოიღეს და ისიც უთხრეს, რომ ამ თენაზე გადაცემის წამყვანსა და პროდუსერს შორის მცირე შეკამათებაც მოხდა, მაგრამ საქმეში ზემდგომები ჩაერივნენ და საკითხის განხილვა სიუჟეტის ამოღებით დასრულდა.

 

ტვ „იმედის“ მენეჯმენტი რომ ბოლო დროს აშკარად და, როგორც იტყვიან, ორივე ფეხით მოიკოჭლებს, ძალიან ხშირად ეტყობა ეთერს, მაგრამ დაანონსებული სიუჟეტის ამოღება გადაცემიდან ბევრისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა, მით უმეტეს, რომ ჩვენი წყაროს ცნობით, გადაცემიდან მარიამ კუკუნაშვილს თავად დაუკავშირდნენ და მასზე სიუჟეტის მომზადება შესთავაზეს, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

 

მარიამ კუკუნაშვილთან დაკავშირება „აფხაზეთის ხმამ“ ვერ შეძლო, წყარო კი ვერ აკონკრეტებს, უკავშირდებოდა თუ არა ზარი ტვ „იმედის“ სტუდიაში თამარ ხაჭაპურიძეს. შეგახსენებთ, რომ მარიამ კუკუნაშვილს ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ია მეტრეველიც დაუპირისპირდა, რომელმაც „სარკესთან“ ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა სუროგატი დედებისგან გაჩენილი ჩვილების 70.000 დოლარად გაყიდვის შესახებ, თუმცა, მოგვიანებით მობოდიშება მოუწია და თავისი სიტყვები უკან წაიღო.

 

„აფხაზეთის ხმა“ ტვ „იმედის“ გადაცემის „სხვა რაკურსის“ წამყვანს გია ჯაჯანიძეს დაუკავშირდა და მას დაუსვა შეკითხვა, რატომ ვერ მოხვდა დაანონსებული სიუჟეტი გადაცემაში. გია ჯაჯანიძემ ხელი დაიბანა და განაცხადა, რომ გადაცემასთან დაკავშირებულ თემებთან მას შეხება არა აქვს და ეს გადაცემის პროდუსერის პრეროგატივაა. მანვე განაცხადა, რომ პროდუსერი მაია სტეფნაძე საქართველოში არ იმყოფება და კვირის დასაწყისში ჩამოვა.

 

გია ჯაჯანიძემ დაადასტურა პირადი კეთილგანწყობა მარიამ კუკუნაშვილის მიმართ და განაცხადა, რომ მას აუცილებლად მოიწვევს გადაცემაში, თუმცა დაავიწყდა, რომ ერთი წუთის წინ გვიმტკიცებდა, გადაცემაში სტუმრის მოწვევა ან მასზე სიუჟეტის მომზადება მხოლოდ პროდუსერის გადასაწყვეტიაო...

 

ნანო ბერაია

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !