-
2015-02-16 23:33
ქეთათოს ახალი პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც ვალენტინობას დაემთხვა, მომღერალი სცენაზე ეპატაჟურ სამოსში გამოწყობილი გამოვიდა.
ქეთათოს თამამმა კოსტიუმმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ბევრს მოეწონა ქეთათოს ჩაცმულობა, ბევრისთვის ასეთი სითამამე მიუღებელი იყო.
„სცენაზე ასეთ კოსტიუმში გამოსვლა ჩემი იდეა იყო და კონსულტაციები ერთ-ერთ დიზაინერთან გავიარე.
ამ ყველაფერს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება უნდა მოჰყვეს, ეს ბუნებრივია. ზოგს მოეწონება რასაც აკეთებ, ზოგს - არა.
მე ეგ არ მადარდებს. მთავარია, მე მომწონდეს, რასაც ვაკეთებ.
ამ სამოსში კარგად ვგრძნობდი თავს. დისკომფორტი რატომ უნდა მქონოდა. ან რატომ იყო თამამი ნაბიჯი, ვერ ვხვდები.
ყველა ვერ გამოვა ამგვარი კოსტიუმით, იმიტომ რომ არაა ნავარჯიშები და რაც მთავარია, საცურაო კოსტიუმი არ მეცვა. ეს „კუპალნიკის“ ტიპის სამოსია,“ - განაცხადა ქეთათომ.



„რეიტინგი“