-
2015-02-13 15:19
„პროფილის“ეთერში გასული ანონსების მიხედვით, მორიგ გადაცემაში პატრულთან „მეომარი“ ეკა ყუშიტაშვილის სკანდალური ინტერვიუ უნდა გასულიყო.
როგორც ანონსებიდან ჩანდა, ეკას გადამღებმა ჯგუფმა მშობლიურ კახეთში ჩააკითხა.
სკანდალურმა ანონსმა მაყურებელი ეკრანებს მიაჯაჭვა, თუმცა დაანონსებული გადაცემა ეთერში აღარ გავიდა.
რა მოხდა და ვისი მოთხოვნით ამოიღეს ეთერიდან უკვე მომზადებული და დაანონსებული გადაცემა, ამაზე კომენტარი არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია.
ჟურნალისტებთან განმარტებას არც „პროფილის“ პროდიუსერი აკეთებს.