-
2015-02-13 14:53
მოცეკვავე მარი ბაბეტა „რეიტინგთან“ ინტერვიუში უხერხულ კითხვებზე საკმაოდ თამამად პასუხობს.
„მეკითხებიან, სექსის დროს რომელია შენი საყვარელი პოზა? ქართველებისთვის 69 ასოცირდება ბაბეტასთან.
ეს პოზა მიყვარს, გამუდმებით ვიღებ წერილებს: „ბაბეტ, მეც მევასება 69 და დავკავდეთ რა!“ან „ბაბეტ, მასწავლი 69-ს?“.
ამ პოზას მე გავაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ საყვარელ ადამიანთან. აგრეთვე, მომწონს პოზიცია, რომელშიც ქალი დომინანტია. სექსისას კაცს უნდა ვაკონტროლებდე და ვმართავდე.
ხშირად მთავაზობენ დიდი თანხის სანაცვლოდ მათთან დაწოლას, მაგრამ მე არ ვიყიდები. ქვეყნად ბევრი რამეა, რასაც ფულით ვერ მოიპოვებ. მაგალითად, სიყვარული და ჰუმანურობა.
ჩემი თავისუფალი ცხოვრების სტილი არასწორ წარმოდგენას უქმნის მამაკაცებს. როგორც იტყვიან, „ლოგინისთვის ვუნდები“, მაგრამ როცა პირადად მხვდებიან, მათთან საუბარს ვიწყებ და სხვადასხვა შეხედულებას ვუზიარებ, წარმოდგენა ეცვლებათ.
ისინი რწმუნდებიან, რომ მე არც ლამაზი ბუტაფორია ვარ და არც თოჯინა, ინდივიდუალური გემოვნების, აზრებისა და მიზნების გარეშე. აღნიშნავენ, რომ ჩემი სულიერი სილამაზე ფიზიკურს არაფრით ჩამოუვარდება. ეს მახარებს,“ - ამბობს მარი ბაბეტა.