-
2015-02-13 14:08
მას შემდეგ, რაც არაერთ ხმაურიან ინციდენტში დაფიქსირდა მისი ვინაობა, ტრანსგენდერმა გიორგი ჩხარტიშვილმა, იგივე მაცაცომ საქართველო დატოვა.
ტრანსგენდერმა ბოლო ხმაურიანი განცხადებები გია ჯაჯანიძის შოუში გააკეთა, სადაც წარსული გაიხსენა და მის კლიენტებზეც ისაუბრა.
გიორგი ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ 17 წლის იყო, როდესაც დააკავეს, რადგან 100 000 ლარის მითვისებას ცდილობდა. ციხის თანამშრომლები კი მასზე სისტემატურად ახორციელებდნენ სექსუალურ ძალადობას და ერთ-ერთი მათგანი ლადო ბედუკაძე იყო.
ტრანსგენდერმა არც ის დამალა, რომ პროსტიტუციით ირჩენდა თავს და მის კლიენტებს შორის ბევრი პოლიტიკოსია.
„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. ძალიან ბევრია საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
ნუ, მე ვერ ვიტყვი, კონკრეტულად ვინ არის, მაგრამ გეტყვით, რომ საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რამდენიმე წევრი იყო ჩემი ყოფილი მომხმარებელი,“ - განაცხადა მან.