„ისეთი ჭყლეტვა იყო, ქალები დაბლა ეყარნენ და ძლივს გამოყავდათ ისინი“ - ინციდენტი ბურჭულაძის საღამოზე

Image

სპორტის სასახლეში დაგეგმილი პაატა ბურჭულაძის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი ინციდენტით დაიწყო.

  

მსოფლიოს პირველი ბანის იუბილეზე მისული მაყურებლისთვის მხოლოდ ერთი შესასვლელი იყო გახსნილი, რის გამოც ჭყლეტვა გაიმართა და საღამო 40 წუთის დაგვიანებით გაიმართა.

 

„ნასიამოვნები ვართ, მაგრამ ორგანიზაცია კონცერტის იყო ძალიან დაბალ დონეზე. სამარცხვინო, ისეთი ჭყლეტვა იყო, ერთი კარი გაღებული, ქალები დაბლა ეყარნენ და ძლივს გამოყავდათ ისინი. აღშფოთებულია ყველა,“ - განაცხადა ინციდენტის მომსწრე ქალბატონმა.

 

დარბაზიდან გამოსული მაყურებლები იმასაც ამბობდნენ, რომ მათი ბილეთები ორჯერ იყო გაყიდული და დარბაზში დაჯდომა ვერ მოახერხეს.

 

„ორგანიზება ამ კონცერტის იყო სასწაულად უვარგისი. 120 ლარი მივეცი ორ ბილეთში ერთი და იმავე ადგილებზე ბილეთი ორჯერ იყო გაყიდულო. მთელი კონცერტი ფეხზე ვიდექი. სულიერადაც დავიტანჯე და ფიზიკურადაც განადგურებული გამოვედი,“ - განაცხადა ერთ-ერთმა უკმაყოფილო მაყურებელმა.

 

მომხდარი ინციდენტის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა "არტ პალასის" პრეზიდენტმა, გია ანდღულაძემ. მისი თქმით, კონცერტის ორგანიზებაში პრობლემა არ ყოფილა.

 

„უკმაყოფილო მსმენელს, როგორც დარბაზიდან ათგზის კიდევ ერთხელ მოვუხდი ბოდიშს, მაგრამ არაორგანიზებულობა ნამდვილად არ იყო, არ იყო ჩვენგან გამომდინარე მიზეზები. ჩვენი საზოგადოება საკმაოდ შეგნებული საზოგადოებაა და ანალიზს გააკეთებს, რის გამო მოხდა შეფერხება დარბაზში შესვლისას,“ - განაცხადა ანდღულაძემ.

 

http://rustavi2.com/

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !