-
2015-02-12 13:26
რუსული „ფლეიბოის“ ვარსკვლავი თამუნა ვარშალომიძე მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდებს იხსენებს და კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ადამიანს, ვინც იმ რთულ წუთებში მას გვერდით დაუდგა.
„ყველაზე რთული პერიოდი მქონდა როცა პატარა ვიყავი და ოჯახში ვცხოვრობდი...
მერე გამბედაობა მოვიკრიბე და სახლიდან წამოვედი. თუმცა, იოლი ცხოვრება არც ამის შემდეგ მქონია: მიმტანად ვმუშაობდი, როდესაც ფეხები ამტკივდა და ვეღარ დავდიოდი.
მუხლის ჩოქებით ბევრჯერ გამივლია, რომ ოთახში შუქი ჩამექრო. ფეხის ტკივილის გამო სამსახურიდან გამომიშვეს. წარმოიდგინეთ, ჩემთვის ეს როგორი დარტყმა იქნებოდა. ამ დროს ქირით, მარტო ვცხოვრობდი, არავინ არაფერში მეხმარებოდა.
სხვაგან მუშაობა რომ დამეწყო და ცოტაოდენი ფული მეშოვა, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი აბები დავლიე. სამსახური კი ვიშოვე, მაგრამ ამ წამლების მიღებით ორგანიზმი ისე დამისუსტდა, ერთხელაც გული წამივიდა.
გამიმართლა, რომ მენეჯერი ნამდვილი ადამიანი აღმოჩნდა.
მან სამსახურიდან დათხოვნის ნაცვლად, სამკურნალოდ ფული მასესხა, რისთვისაც მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, - ამბობს თამუნა ვაშალომიძე.
„გზა“