-
2015-02-11 22:29
გავრცელებული ინფორმაციით, ადვოკატ მარიამ კუბლაშვილისა და მსახიობ ლევან ხურციას რომანი აქტიურ ფაზაში გადავიდა.
მართალია წყვილი სიყვარულის ამბავს ჯიუტად მალავს, თუმცა სარწმუნო წყარო აცხადებს, რომ მარიამს ნიშნობა უკვე ჰქონდა და მსახიობმა ლევან ხურციამ ადვოკატს ნიშნობის ბეჭედი მიუტანა.
„პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მარიამი ნერვიულად მალავდა ხელებს, თუმცა ფოტოგრაფმა, მარჯვენა ხელზე ნიშნობის ბეჭედი მაინც დააფიქსირა.
– მარიამ, დღეს პრაიმტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეთ, თქვენს ხელზე ნიშნობის ბეჭედი შევნიშნეთ. მართალია, რომ დაინიშნეთ?
– არა, ტყუილია.
– ქალაქში ამბობენ, რომ მსახიობმა, ლევან ხურციამ, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობა გაკავშირებთ, დაგნიშნათ…
– სისულელეა და საერთოდ, ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.