
ფრანგმა მსახიობმა, ალენ დელონმა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს იგი თვითმკვლელობისგან ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებებმა გადაარჩინა, მცდარი უწოდა.
„ეს ტყუილია, მცდარი ინფორმაციაა, არაფერი ვიცოდი თქვენი კლასიკოსის შესახებ...
ძალიან ვწუხვარ, რომ ეს გამოგონილი ისტორიაა და სიმართლეს არ შეესაბამება, მაგრამ არ ყოფილა ასე.
ისიც ითქვა, რომ სწორედ ვაჟა ფშაველას წყალობით ქართულად ვლაპარაკობდი, არ ვლაპარაკობ ქართულად“- აღნიშნა თბილისში მყოფმა ფრანგმა მსახიობმა.