
გადაცემა „სხვა რაკურსის“ წამყვანმა გია ჯაჯანიძემ აღიარა, რომ მეოთხედ აპირებს დაქორწინებას.
როგორც თავად ამბობს, წელიწადნახევარია, რაც კარგი, უკონფლიქტო, მეგობრული ურთიერთობა მაქვს ადამიანთან...
„ვცდილობდი, ეს ურთიერთობა არ გახმაურებულიყო, მაგრამ ჩემმა საახლობლომ აღარ მომცა დამალვის საშუალება...
მისი ცოლად მოყვანა გადაწყვეტილი მაქვს, ვნახოთ, რა იქნება. ...ხალხი იტყვის, რა გარყვნილია, მეოთხე ცოლი მოჰყავსო, ამიტომ არ მინდოდა ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ იძულებით მომიხდა.
ქორწინება ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს-მეთქი, რომ ვთქვა, მგონია, რომ ახლა ამაზე ატყდება ერთი ამბავი.
მოკლედ, არ ვიცი, მგონია, რომ ყველაფერი თავისთავად მოხდება. ამ სიტუაციაში კარგი ის არის, რომ ქალბატონს, რომელიც ჩემ გვერდით არის, არ აწუხებს ის, ოჯახი ექნება თუ არა. ინიციატივას არც იჩენს.
მას საეროდ არ აქვს სურვილი, რომ იყოს ცნობილი, რადგანაც თავისი საქმე აქვს და ცხოვრობს ასე.
ის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგია.
...როცა ჩემი ოჯახი სხვადასხვა დროს დაინგრა, რამდენიმე ადამიანმა სერიოზულად მისაყვედურა.
გავიდა წლები და იმ ადამიანებს, ვინც გამკილეს, ისე სკანდალურად დაენგრათ ოჯახები, ვერც წარმოიდგენთ,“ - აცხადებს გია ჯაჯანიძე.
ambebi.ge